ქარი ბათუმში

საქართველოს რეგიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი სინოპტიკოსების პროგნოზი

248
(განახლებულია 19:06 06.10.2020)
ამ დღეებში საქართველოს დედაქალაქში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი – მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ნისლი.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე 6–11 ოქტომბრის პერიოდში მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

„ქარის სიძლიერემ 9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში, შესაძლოა, წამში 30 მეტრს გადააჭარბოს“, – აცხადებენ სინოპტიკოსები.

უწყების ცნობით, საქართველოში უახლოეს დღეებში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – აღმოსავლეთ საქართველოში 6–7 ოქტომბერს ხანმოკლე წვიმა და ნისლია ნავარაუდევი.

„მაღალმთიან ზონაში ღამის საათებში, შესაძლოა, თოვლჭყაპი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში პლუს 15–20 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 8 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში 6-8 ოქტომბერს დათბება და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, 7-8 ოქტომბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა პლუს 18–20 გრადუსი დაფიქსირდება.

248
თემები:
ამინდი საქართველოში (438)
თბილისის ბოტანიკური ბაღი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 23 ოქტომბერს

25
(განახლებულია 15:33 21.10.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს შემოდგომის თბილი და მზიანი ამინდი ელოდებათ – ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 23 ოქტომბერს თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 

მზე 07:22 საათზე ამოვა და 18:06 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 10, დღისით მაქსიმალური კი პლუს 21 გრადუსია მოსალოდნელი.

 

25
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
შემოდგომა თბილისში

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს

40
(განახლებულია 16:30 20.10.2020)
შემოდგომა თანდათანობით ფეხს იკიდებს, დედაქალაქში ტემპერატურა ნელ-ნელა ეცემა. სინოპტიკოსები ხუთშაბათს უნალექო ამინდს გვპირდებიან.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს ნაწილობრივ მოღრუბლული და უპირატესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა +11 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 20 გრადუსამდე დათბება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:21 საათზე ამოვა და 18:08 საათზე ჩავა.

40
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ირაკლი კობახიძე

სპეცოპერაცია ზუგდიდში: კობახიძემ მედიასაშუალებები გააკრიტიკა

0
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საგანგაშოა კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მედიასაშუალებების მიერ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად 19 ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

კობახიძის განცხადებით,  გამაოგნებელია, როდესაც მედასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს დანაშაულის ჩამდენ პირთან.

„ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად და უვნებლად გათავისუფლებაა. მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა მოქმედებებმა ხელი არ შეუშალოს დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას“, -განაცხადა კობახიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს და სამართალდამცველებს მოთხოვნების შესასრულებლად ორ საათს აძლევს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში