წვიმა, წყალდიდობა და მეწყერი: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შეიძლება წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება – სინოპტიკოსები წვიმიან ამინდებს 6 ოქტომბრამდე გვპირდებიან, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს შეტყობინებაში.

სტიქიური უბედურება ხელვაჩაურში - Sputnik საქართველო
ტრაგედია აჭარაში: მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

„წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, მოსალოდნელია 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრის დილამდე საქართველოს ძირითადად დასავლეთ ნაწილში, ხოლო 5 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ყველა ახალი ამბავი
0