როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 2 ოქტომბერს

გამოწერა
მცირე მოღრუბლულობა, მაგრამ წვიმის გარეშე, ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება – ასეთ ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები პარასკევს დედაქალაქში.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. პარასკევს, 2 ოქტომბერს თბილისში უპირატესად მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +14, ხოლო დღისით +24 გრადუსი იქნება.

ქარი ღამით წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:59 საათზე ამოვა და 18:40 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0