თბილისი

მზე, ქარი, წვიმა როდემდე შენარჩუნდება ცვალებადი ამინდი საქართველოში

116
(განახლებულია 19:54 28.09.2020)
უახლოეს დღეებში საქართველოს დედაქალაქში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი – მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ნისლი.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში 1 ოქტომბრამდე თბილი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება – ხუთშაბათს წვიმაა ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 27–32 გრადუსი იქნება. 1 ოქტომბერს კი გაწვიმდება და ჰაერის ტემპერატურა 23–28 გრადუსამდე დაიკლებს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 19–24 გრადუსი იქნება.

საქართველოს დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ნისლი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა პლუს 21–23 გრადუსი იქნება.

116
თემები:
ამინდი საქართველოში (439)
თბილისი

საქართველოში 29 გრადუსამდე დათბება: სინოპტიკოსების პროგნოზი

59
(განახლებულია 20:42 23.10.2020)
თბილი და მზიანი ამინდი იქნება საქართველოს დედაქალაქშიც – ჰაერის ტემპერატურა პლუს 26 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 23–26 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

  • „ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოში +21, +26 გრადუსი იქნება", – აღნიშნულია განცხადებაში.

უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ტემპერატურა უქმეებზე 24–26 გრადუსი იქნება.

59
თემები:
ამინდი საქართველოში (439)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 25 ოქტომბერს

30
(განახლებულია 13:29 23.10.2020)
კვირას დედაქალაქში თბილი და მზიანი ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში კვირას, 25 ოქტომბერს უპირატესად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა – პლუს 12 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:25 საათზე ამოვა და 18:04 საათზე ჩავა.

30
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ბეჟან გუნავა

ქართული ოპოზიციური პარტიის Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

0
პარტიაში ვარაუდობენ, რომ შეტევა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების გამო განახორციელეს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიცური პარტია „ქართული არჩევანი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარტიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

პარტიის თავმჯდომარე ბეჟან გუნავა აცხადებს, რომ შეტევის მიზანს მათი საარჩევნო კამპანიის ჩაშლა წარმოადგენს.

„პარალიზებულია „ქართული არჩევანის" Facebook-ის ოფიციალური გვერდი. მიგვაჩნია, რომ ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა და არის შეგნებულად გაკეთებული. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს განხორციელდა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, ვინაიდან ჩვენ რამდენიმე დღის უკან ავტვირთეთ ვიდეო, სადაც ხდება სრული ლუსტრაცია პატრულის საქმიანობის. ამ ვიდეოს აქვს ნახევარ მილიონამდე ნახვა“, - განაცხადა ბეჟან გუნავამ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

შსს-ში განაცხადეს, რომ ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.

საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენში ეს პარტია მე-14 ნომრად არის აღნიშნული.

საქართველოს მოქალაქეები დეპუტატებს 31 ოქტომბერს აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს - 120-ს პარტიული სიებით, 30 მაჟორიტარს - ერთმანდატიან ოლქებში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს, ბლოკებისთვის - იმდენს, რამდენი პარტიაც არის მის შემადგენლობაში.

ბოლო წლებში ბეჟან გუნავა იყო „პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტი, მონაწილეობდა ბევრ საპროტესტო აქციაში. არაერთხელ არის დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის. ბეჟან გუნავამ 2020 წლის ივნისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა და ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნა.

 

 

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში