ყვარელი

კახეთში წვიმა, სეტყვა და წყალდიდობაა მოსალოდნელი სინოპტიკოსების პროგნოზი

120
(განახლებულია 17:28 26.09.2020)
უხვი ნალექის გამო რეგიონის პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთებში – მეწყრული პროცესების გააქტიურება

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. კახეთსა და საქართველოს მთიან რაიონებში 26 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ძლიერი ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კახეთში ახლა რთველია გაჩაღებული. ამას გარდა რეგიონში ბევრი ხილისა და მარცვლოვანი კულტურების მოსავალია.

დიდი ნალექის გამო მთის ზონებში მეწყრული პროცესები შეიძლება გააქტიურდეს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

120
თემები:
ამინდი საქართველოში (440)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს

40
(განახლებულია 19:03 26.10.2020)
ოთხშაბათს თბილისში უკვე შემოდგომა შეგვახსენებს თავს – თბილი და უღრუბლო ამინდის შემდეგ დედაქალაქში მოიღრუბლება და ტემპერატურაც დაიკლებს.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს უპირატესად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია მცირე წვიმა.

მინიმალური ტემპერატურა – პლუს 12 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:28 საათზე ამოვა და 17:59 საათზე ჩავა.

40
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
შემოდგომა

როდემდე შენარჩუნდება თბილი ამინდები? სინოპტიკოსების პროგნოზი

75
(განახლებულია 19:03 26.10.2020)
უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე 26–30 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი – ჰაერის ტემპერატურა 25–30 გრადუსი იქნება, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 28–29 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ნავარაუდევია მცირე წვიმა და ნისლი, დანარჩენ დღეებში კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 19–24 გრადუსი იქნება. 31 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.

რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს, თბილისში 26-27 და 29-31 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. 28 ოქტომბერს კი მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე დაიკლებს.

75
თემები:
ამინდი საქართველოში (440)
ცარიელი საკლასო ოთახი

კახეთის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსი სამ მოსწავლეს დაუდასტურდა

0
ამ დროისთვის კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 362-ია. რეგიონში Covid-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ყვარლის ერთ-ერთი საჯარო სკოლაში კორონავირუსი სკოლის სამ მოსწავლეს დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

სკოლა ხვალიდან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

ამ დროისთვის კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 362-ია. რეგიონში Covid-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთ სკოლაში დაფიქსირდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების თანახმად, რომელიმე სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, პედაგოგები და მოსწავლეები (იქნება ეს კლასი, ესა თუ ის სართული, მთლიანად სკოლა და ა.შ.) თვითიზოლაციაში გადადიან, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ასევე სკოლას უტარდება დეზინფექცია.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც სკოლებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდა. განათლების სამინისტრომ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს არჩევანის საშუალება მისცა – ბავშვები სკოლაში ივლიდნენ ან ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებდნენ სწავლას. მეშვიდე და უფროსი კლასების მოსწავლეები კი დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში I-VI კლასების 130 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 10 ათასმა მოსწავლემ სწავლის დისტანციური რეჟიმი აირჩია.

რუსთავში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა >>

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში