ბათუმი ღრუბლიან ამინდში

ამინდი გაუარესდება: მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და შტორმი

250
(განახლებულია 17:09 18.09.2020)
უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე აცივდება. სინოპტიკოსები შტორმისა და მეწყრის შესახებ გვაფრთხილებენ

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ამინდი გაუარესდება – 19 სექტემბერს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქალი იქროლებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ქარია მოსალოდნელი კოლხეთის დაბლობსა და მდინარე მტკვრის აუზშიც.

„ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

250
თემები:
ამინდი საქართველოში (438)
წვიმა შავ ზღვაზე

საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი: სინოპტიკოსების პროგნოზი

71
(განახლებულია 19:14 19.10.2020)
სინოპტიკოსების პროგნოზით, ამ დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება – მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ზღვის ღელვა.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

დღეიდან 21 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.

„19 ოქტომბერს დღის ბოლოდან 21 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

71
თემები:
ამინდი საქართველოში (438)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 21 ოქტომბერს

28
(განახლებულია 16:40 19.10.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოთხშაბათს წვიმიანი და გრილი ამინდი ელოდებათ – ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20 გრადუსი იქნება.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:20 საათზე ამოვა და 18:09 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +13  გრადუსი, დღისით კი + 20 გრადუსია მოსალოდნელი. ქარის სიძლიერე ღამით წამში 17–22, დღისით კი 10–15 მეტრი იქნება.

28
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 20 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 09:45 19.10.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 20 ოქტომბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

ყველაფერი გამოგივათ, თუ შემოქმედებით აქტიურობას გამოიჩენთ და მიზნისკენ ივლით. უნდა დაიცვათ საკუთარი პრინციპები, გამოამჟღავნოთ ემოციები, გრძნობები.

იზრდება აქტიურობა, სიცოცხლის ხალისი. ადამიანებში ჩნდება სტაბილურობისა და წესრიგის თვისებები. განწყობაში სიმშვიდე დომინირებს. ამ დღეს კარგია შეთანხმებების დადება. იღვიძებს საზოგადოებრივი საქმის კეთების ინტერესი. კარგი დღეა სამართლებრივი საკითხების გადაჭრისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, შორეულ ადგილებში გამგზავრება. არ ღირს მიწის ყიდვა და მშენებლობის დაწყება.

ამ დღეს კარგად გამოდის ერთობლივი რომანტიკული მოგზაურობა, ან რამე სახის ღონისძიებაზე ერთად დასწრება, ასევე ხელსაყრელი დროა მეგობრული საღამოებისა და ოჯახური წვეულებების მოწყობისთვის.

ასეთ პერიოდში დაწყებული რომანი რომანტიკული, მგზნებარე იქნება, რომელიც მრავალ კმაყოფილებასა და იმედს მოიტანს. მსოფლმხედველობის, ვნების, აზარტისა და ორმხრივი კმაყოფილების თანხვედრა განამტკიცებს ურთიერთობებს, შედეგად დგება მსუბუქი და ოპტიმისტური კავშირი. თუ რომელიმე წყვილში მეორის ცხოვრების მასწავლებელი ან მისი წამოწყებების მფარველი გახდება, ეს ძალიან წაადგება ამ კავშირს. თუმცა, სწრაფად გაჩენილი მგზნებარება შეიძლება ასევე სწრაფად ჩაქრეს.

ასეთ დღეს, ძირითადად, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და კაშკაშა ურთიერთობები იბადება.

რეკომენდებულია ვალის დაბრუნება, დაწყებული საქმეების დამთავრება, სამუშაო ადგილზე ცვლილებები, ახალი ნაბიჯების გადადგმა საქმეების წარმოების მეთოდების მხრივ.

არარეკომენდებულია ფინანსური საქმეების წარმოება, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსნის დღე არ მიიჩნევა ხელსაყრელ დროდ თმის შეჭრის ან შეღებვისთვის. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: მშვილდოსანი დღე კარგია ხილის დარგვისთვის, ასევე იმ ხეების, რომლებიც მალე უნდა გაიზარდოს. შეიძლება ხილის ხეებისა და ბუჩქების გასხვლა, მავნებლებთან ბრძოლა.

ამ დღეს არ შეიძლება ნიადაგის გაფხვიერება.

0