ჭავჭავაძის განახლებული გამზირი

როდემდე გაგრძელდება საქართველოში ზაფხულის ამინდი სინოპტიკოსების პროგნოზი

107
(განახლებულია 19:43 11.09.2020)
უქმეებზე საქართველოს დედაქალაქში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 32 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში თბილი ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

დასავლეთ საქართველოში 11–14 სექტემბერს ცხელი და უღუბლო ამინდი იქნება. 11–12 სექტემბერს დაბლობსა და მთის ზონებში ტემპერატურა 30–35 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 13 სექტემბერს ზოგიერთ რაიონში 38 გრადუსსაც მიაღწევს. 14 სექტემბრიდან ტემპერატურა ცოტა დაიკლებს – 28–33 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში ტემპერატურა 29–34 გრადუსის ფარგლებში იქნება. ამასთან, მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.

სპეციალისტები თბილისში თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა 30–32 გრადუსი იქნება.

107
თემები:
ამინდი საქართველოში (428)
ბათუმი ღრუბლიან ამინდში

ამინდი გაუარესდება: მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და შტორმი

222
(განახლებულია 17:09 18.09.2020)
უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე აცივდება. სინოპტიკოსები შტორმისა და მეწყრის შესახებ გვაფრთხილებენ

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ამინდი გაუარესდება – 19 სექტემბერს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქალი იქროლებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ქარია მოსალოდნელი კოლხეთის დაბლობსა და მდინარე მტკვრის აუზშიც.

„ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

222
თემები:
ამინდი საქართველოში (428)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 19 სექტემბერს

64
(განახლებულია 16:12 17.09.2020)
დედაქალაქში შაბათს მოსალოდნელია თბილი ამინდი ცვალებადი მოღრუბლულობით. ტემპერატურა 28 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში შაბათს, 19 სექტემბერს მცირე მოღრუბლულობას, თუმცა ძირითადად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. 

მინიმალური ტემპერატურა ღამით იქნება +18, ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +28 გრადუსი დაფიქსირდება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 06:45 საათზე ამოვა და 19:02 საათზე ჩავა.

64
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
კაცი პისტოლეტით ხელში

ხაშურში კომპანიის მენეჯერმა ყოფილი თანამშრომელი მოკლა

0
(განახლებულია 16:03 19.09.2020)
ინციდენტის დროს მაღაზიის მენეჯერმა ჯერ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, შემდეგ კი თავდამსხმელს ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტში დანით შეიარაღებული მამაკაცი სამშენებლო კომპანიის ოფისში შეიჭრა - ის ამავე კომპანიის მენეჯერმა მოკლა, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეარხის ინფორმაციით, მენეჯერმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, შემდეგ კი თავდამსხმელს ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მოკლული ამავე კომპანიის ყოფილი თანამშრომელია.

შემთხვევა პარასკევს მოხდა.

გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში