თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 12 სექტემბერს

83
(განახლებულია 17:00 10.09.2020)
სექტემბერი კვლავ გვახარებს თბილი ამინდებით. დედაქალაქში შაბათს უპირატესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, შაბათს, 12 სექტემბერს თბილისში უპირატესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მზე 06:38 საათზე ამოვა და 19:14 საათზე ჩავა.

მინიმალური ტემპერატურა ღამით 19 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით მაქსიმალური პლუს 31 გრადუსი დაფიქსირდება.

83
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (521)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 2 ოქტომბერს

34
(განახლებულია 15:57 30.09.2020)
მცირე მოღრუბლულობა, მაგრამ წვიმის გარეშე, ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება – ასეთ ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები პარასკევს დედაქალაქში.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. პარასკევს, 2 ოქტომბერს თბილისში უპირატესად მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +14, ხოლო დღისით +24 გრადუსი იქნება.

ქარი ღამით წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:59 საათზე ამოვა და 18:40 საათზე ჩავა.

34
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (521)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 1 ოქტომბერს

61
(განახლებულია 16:26 29.09.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოქტომბრის პირველ დღეს გრილი ამინდი ელოდებათ – დღისით ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს შედარებით გრილი ამინდია ნავარაუდევი, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

მზე 06:58 საათზე ამოვა და 18:41 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 15 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური დღისით პლუს 19 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 14-16 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

61
თემები:
ამინდი საქართველოში
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 1 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 09:47 30.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

1 ოქტომბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება. არასასურველია შეთანხმებებსა და კონტრაქტებზე ხელმოწერა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია აქტიური და მტკიცე მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება, წარმატების მიღწევის რწმენა, გადასადგმელი ნაბიჯების კარგად მოფიქრება, ადამიანებთან ურთიერთობები, ოჯახური და ნათესაური კავშირების გამტკიცება, საკუთარი იდეებისა და გეგმების გამხელა, კარიერასა და ბიზნესზე ზრუნვა, ფინანსური საკითხების გადაჭრა.

არარეკომენდებულია უსაქმოდ ყოფნა, ენერგიის დახარჯვა უმნიშვნელო მოვლენებზე, წვრილმანებზე.

ხელსაყრელი დღეა ხანმოკლე მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

0