დამსვენებლები შავ ზღვაზე

შავ ზღვაში ბანაობისგან თავი შეიკავეთ - გამოცხადებულია შტორმი

119
(განახლებულია 19:46 07.09.2020)
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გამოცხადებულია შტორმი - ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე 7 სექტემბერს გამოცხადებულია შტორმი - ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვაა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, ზღვაში შესვლა აკრძალულია - ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

„გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში“, - აფრთხილებს დამსვენებლებს სამაშველო სამსახური.

შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე თეთრი ალმები აღიმართება.

119
თემები:
უამინდობა საქართველოში (291)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 23 სექტემბერს

31
(განახლებულია 10:32 21.09.2020)
საქართველოს დედაქალაქში ოთხშაბათს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა 29 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. თბილისში 23 სექტემბერს, ოთხშაბათს უპირატესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით – პლუს18 გრადუსი, ხოლო დღისით 29 გრადუსამდე დათბება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:49 საათზე ამოვა და 18:55 საათზე ჩავა.

31
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
კალაუბანი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 21 სექტემბერს

84
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ორშაბათს უნალექო ამინდი და სუსტი ქარი ელოდებათ – ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ორშაბათს, 21 სექტემბერს უმეტესად ღრუბლიან, თუმცა უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 

მზე 06:48 საათზე ამოვა და 18:59 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 16, დღისით მაქსიმალური კი პლუს 21 გრადუსია ნავარაუდევი.

ღამით ქარი წამში 19 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დღისით ქარის სიძლიერე დაიკლებს და წამში 10–15 მეტრი იქნება.

84
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
სამაშველო ოპერაცია მდინარეზე

მყვინთავ მაშველებს ხელფასები გაუორმაგდათ

0
(განახლებულია 14:12 21.09.2020)
აღნიშნული სიახლეები მყვინთავ მაშველებს საგანგებო სიტუაციებზე მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გააცნო

თბილისი, 21  სექტემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული სიახლე მყვინთავ მაშველებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სახანძრო-სამაშველო ძალების უფროს დავით სუხიშვილთან და განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროს ავთო თუთისანთან ერთად გააცნო.

„განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. ასევე, მყინთავ მაშველებს ხელფასი გაეზრათ 100 პროცენტით“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, ხელფასის გაზრდა მყვინთავთა რთული პროფესიის გათვალისწინებით მოხდა.

 მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კიდევ გაგრძელდება რეფორმები, რომლებიც მაშველების სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

შეხვედრას დისტანციურად დაესწრნენ დასავლეთ საქართველოს განყოფილების მყვინთავი მაშველები.

0