სეტყვა, წვიმა და ელჭექი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

© Sputnik / Alexander Imedashviliპეკინის ქუჩა წვიმის შემდეგ
პეკინის ქუჩა წვიმის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ დაგეგმილი გაქვთ ექსკურსიები, ქალაქგარეთ გასვლა და გასეირნება უახლოეს ორ დღეში, სჯობს გადადოთ გეგმები, რადგან ამინდი მთელს საქართველოში გაფუჭდება

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დასავლეთში 6-7 სექტემბერს ამინდი გაუარესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზებით, მოსალოდნელია წვიმები, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა, ელჭექი და ძლიერი ქარი. ზღვაზე ღელვა - 2-3 ბალი.

მოსალოდნელი უხვი ნალექის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვან მატების, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0