შადრევნები პარკში

საქართველოში დაცხება - 1 სექტემბრიდან სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას ელოდებიან

143
სექტემბრის პირველ რიცხვებში დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. 1-4 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად მოიმატებს, ხოლო მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია და ქარი ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ამ დღეებში ბარში მოსალოდნელია 33-38 გრადუსი, მთაში 31-36, სანაპირო რაიონებში 30-35 გრადუსამდე სითბო.

1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

143
თემები:
ამინდი საქართველოში (430)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 30 სექტემბერს

24
(განახლებულია 10:27 28.09.2020)
დედაქალაქში ოთხშაბათს უპირატესად მოღრუბლული ამინდი იქნება, შესაძლებელია წვიმა. ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით ოთხშაბათს, 30 სექტემბერს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი და ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მინიმალური ტემპერატურა ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:57 საათზე ამოვა და 18:43 საათზე ჩავა.

24
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
კალაუბანი და მეიდანი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 29 სექტემბერს

61
(განახლებულია 19:22 27.09.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს კვირას ელოდება ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდი, ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში სამშაბათს, 29 სექტემბერს, მოღრუბლული, თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 06:55 საათზე ამოვა და 18:45 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 12 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 21-22 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 14-16 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

61
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ხაჭო

ხაჭო მამაკაცურ პოტენციას ამაღლებს: რეკომენდაციები ცნობილი პროფესორისგან

0
(განახლებულია 11:58 28.09.2020)
პროფესორი განმარტავს, რა სარგებლობა მოაქვს ხაჭოს და რატომაა მავნებელი ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტები

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ხაჭო დადებითად მოქმედებს მამაკაცურ ჯანმრთელობაზე, ებრძვის შემოდგომის დეპრესიას და აუმჯობესებს განწყობას, აცხადებს პროფესორი ალექსეი ბუევეროვი.

„არსებობს მონაცემები, რომ ხაჭოს, მასში შემავალი მიკროელემენტების წყალობით, შეუძლია პოზიტიური გავლენა მოახდინოს მამაკაცის პოტენციაზე. ამასთან არსებობს მციფრე კვლევა, რომ რეგულარული მიღების შემთხვევაში, ხაჭოს შეუძლია აამაღლოს განწყობა და დაგეხმაროთ შემოდგომის დეპრესიასთან ბრძოლაში“, — აღნიშნა პროფესორმა.

მისი თქმით, ხაჭო მდიდარია სასარგებლო ნივთიეწრებებით , ცილებითა და ცხიმებით და მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს. გარდა ამისა, მასში შედის ისეთი მიკროელემენტები, როგორებიცაა: კალციუმი, მაგნიუმი და თუთია.

ამასთან ბუევეროვი განმარტავს, რომ ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტების მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი.

„სჯობს, მიირთვათ ნაკლები და ნორმალური ცხიმიანობის ხაჭო — 5 ან 9 პროცენტიანი. ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტებისგან მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი. როდესაც ადამიანი ცხიმებს საკმარისი რაოდენობით არ იღებს, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ირღვევა და იწყება ცხიმების დაგროვება. მეორეც: ცხიმგამოცლილი პროდუქტები უგემურია და ამიტომ მწარმოებელი მათში შაქარს ან შაქრის შემცვლელს ამატებს. ეს კი მავნებელია როგორც ნახშირწყების ცვლის, ისე სხეულის მასის მატების კუთხით. შეუძლია დიაბეტის განვითარებაც კი გამოიწვიოს, თუ ადამიანი ამისადმი გენეტიკურადაა მიდრეკილი“, — დააზუსტა პროფესორმა.

მისი თქმით, ხაჭოს დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს.

 

0
თემები:
სასარგებლო რჩევები