ძველი თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში სამშაბათს, 1 სექტემბერს

67
(განახლებულია 18:23 30.08.2020)
სამშაბათს დედაქალაქში მზიანი და უნალექო ამინდი გველოდება. ჰაერი დღის განმავლობაში 29 გრადუსამდე გათბება, ღამით - 18 გრადუსამდე

თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსები სამშაბათს, 31 აგვისტოს თბილისში მზიან, უმნიშვნელოდ მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 06:27 საათზე ამოვა და 19:38 საათზე ჩავა.

ტემპერატურა ღამით პლუს 18 გრადუსი იქნება, დღისით კი 29 გრადუსამდე მოიმატებს.

ქარი წამში 4-5 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

წვიმა მოსალოდნელი არ არის.

67
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (518)
საჰაერო ბუშტი თბილისის თავზე

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 28 სექტემბერს

26
უნალექოდ, სუსტი ქარი, ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება - ასეთ ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები დედაქალაქში ორშაბათს

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ორშაბათს, 28 სექტემბერს, მზიანი დღე და მცირე მოღრუბლულობაა მოსალოდნელი.

მზე 06:55 საათზე ამოვა და 18:47 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 14 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 28 გრადუსია ნავარაუდევი. ნალექის ალბათობა - 21%, ელჭექის - 2%. ღრუბლიანობა - 32%.

ქარი წამში 15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

26
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (518)
ყვარელი

კახეთში წვიმა, სეტყვა და წყალდიდობაა მოსალოდნელი სინოპტიკოსების პროგნოზი

107
(განახლებულია 17:28 26.09.2020)
უხვი ნალექის გამო რეგიონის პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთებში – მეწყრული პროცესების გააქტიურება

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. კახეთსა და საქართველოს მთიან რაიონებში 26 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ძლიერი ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კახეთში ახლა რთველია გაჩაღებული. ამას გარდა რეგიონში ბევრი ხილისა და მარცვლოვანი კულტურების მოსავალია.

დიდი ნალექის გამო მთის ზონებში მეწყრული პროცესები შეიძლება გააქტიურდეს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

107
თემები:
ამინდი საქართველოში
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 27 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:50 26.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

27 სექტემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

ამ დღეს საჭიროა ძალების მიმართვა ოჯახური კავშირების გამტკიცებისკენ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერა, სახლის მოწყობაზე ზრუნვა.

ცხოვრებისეულ სფეროებში ადამიანებს იღბალი თან სდევს. იზრდება პროფესიული წარმატებების შესაძლებლობა.

ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია ოჯახური ბიზნეს–საქმიანობა, ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების გადაჭრა, მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება, ადრე დაწყებული საქმეების გაგრძელება, სანდო კავშირების გამტკიცება, კარიერაზე და ბიზნესზე ზრუნვა, მუშაობა როგორც დამოუკიდებლად, ისე კოლექტივში.

არარეკომენდებულია ახალი საქმეების დაწყება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს არასასურველია თმის შეჭრა, მაგრამ კარგი დღეა შეღებვისთვის. ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია. ამ დღეს შეიძლება ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, ხოლო არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

0