თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 28 აგვისტოს

64
(განახლებულია 14:09 26.08.2020)
ზაფხული ბრუნდება: პარასკევს დედაქალაქში მზიანი და უღრუბლო ამინდი გველოდება. ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსები პარასკევს, 28 აგვისტოს თბილისში მზიან და უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ.

ტემპერატურა ღამით პლუს 17–22 გრადუსი იქნება, დღისით კი 30 გრადუსამდე მოიმატებს.

მზე 06:22 საათზე ამოვა და 19:40 საათზე ჩავა.

64
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (517)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 27 სექტემბერს

44
(განახლებულია 15:05 25.09.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს კვირას მზიანი და უნალექო ამინდი ელოდებათ – ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში კვირას, 27 სექტემბერს, თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მზე 06:53 საათზე ამოვა და 18:48 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 17 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 28 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

44
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (517)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 26 სექტემბერს

46
(განახლებულია 18:24 24.09.2020)
შაბათს საქართველოს დედაქალაქში უპირატესად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი, ამასთან იქნება სუსტი წვიმა.

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. შაბათს, 26 სექტემბერს თბილისში ნაწილობრივ მოღრუბლული ამინდი და სუსტი წვიმაა მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა იქნება ღამით პლუს 19 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:52 საათზე ამოვა და 18:50 საათზე ჩავა.

46
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (517)

ქართული ტრანზიტი: აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასის მონაკვეთი მზადაა

0
ხაშური – ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან 125 კმ-ში, მოსახლეობა დაახლოებით 25 ათასი ადამიანი. ამ დასახლებულ პუნქტში გადის ცენტრალური მაგისტრალი და რკინიგზა.

ხაშურის მთავარ ქუჩებზე ყოველთვის დატვირთული მოძრაობა და ხშირი საცობები იყო. ახლა, ახალი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოძრაობა განიტვირთა და შემცირდა მგზავრობის საერთო დრო საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილის ქალაქებს შორის.

ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთი გვერდს აუვლის ხაშურს და მრავალრიცხოვან სავაჭრო ობიექტებს ძველი გზის გასწვრივ, სადაც ადგილობრივები სხვადასხვა პროდუქტებით ვაჭრობდნენ. იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობამ არ დაკარგოს შემოსავლები, ახალი გზაზე სპეციალური სავაჭრო ადგილები მოწეყობა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა E-60, სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ერკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში E-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვართან და მთავრდება შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან. საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრია.

0