ვახტანგ გორგასლის ძეგლი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ორშაბათს, 24 აგვისტოს

349
(განახლებულია 20:44 23.08.2020)
საქართველოს დედაქალაქში აგვისტოსთვის უჩვეულოდ გრილი და მოღრუბლული იქნება – ორშაბათს ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე შემცირდება, იწვიმებს

თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ორშაბათს, 24 აგვისტოს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი.

ტემპერატურა ღამით იქნება 15 გრადუსი, ხოლო დღისით – 24 გრადუსი სითბო.

ქარი წამში 14 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:19 საათზე ამოვა და 19:47 საათზე ჩავა.

349
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (517)
ყვარელი

კახეთში წვიმა, სეტყვა და წყალდიდობაა მოსალოდნელი სინოპტიკოსების პროგნოზი

107
(განახლებულია 17:28 26.09.2020)
უხვი ნალექის გამო რეგიონის პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთებში – მეწყრული პროცესების გააქტიურება

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. კახეთსა და საქართველოს მთიან რაიონებში 26 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ძლიერი ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კახეთში ახლა რთველია გაჩაღებული. ამას გარდა რეგიონში ბევრი ხილისა და მარცვლოვანი კულტურების მოსავალია.

დიდი ნალექის გამო მთის ზონებში მეწყრული პროცესები შეიძლება გააქტიურდეს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

107
თემები:
ამინდი საქართველოში
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 27 სექტემბერს

102
(განახლებულია 15:05 25.09.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს კვირას მზიანი და უნალექო ამინდი ელოდებათ – ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში კვირას, 27 სექტემბერს, თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მზე 06:53 საათზე ამოვა და 18:48 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 17 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 28 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

102
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (517)
პრემია „ლიტერა“

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

0
(განახლებულია 21:06 26.09.2020)
ლიტერატურულმა პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდა. გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მწერალთა სახლის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონია გაიმართა, პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

126 საკონკურსო განაცხადიდან მოკლე სიაში 38 წიგნი მოხვდა, „ლიტერა 2020-ის“ გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

თინათინ ჩხიკვიშვილი, ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო დებიუტი:

ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

წლის საუკეთესო რომანი:

ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

„ლიტერა“ წელს 2019 წელს გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აფასებდა. კონკურსის შედეგებს აფასებდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგებოდა. გამარჯვებულს გამოავლინეს ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 5 000 ლარი გადაეცა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2016 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა დააარსეს. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება. სხვადასხვა წელს „ლიტერას“ გამარჯვებული გახდნენ მწერლები და პოეტები: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვები.

პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისება.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ ფინალისტები და მონაწილე გამომცემლები ესწრებოდნენ.

 

 

0
თემები:
საქართველო და კულტურა