თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 23 აგვისტოს

102
(განახლებულია 15:34 21.08.2020)
უქმეები საქართველოს დედაქალაქში აგვისტოსთვის უჩვეულოდ გრილი იქნება – კვირას ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსამდე შემცირდება, შესაძლებელია წვიმაც.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში კვირას, 23 აგვისტოს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ტემპერატურა ღამით იქნება 18 გრადუსი, ხოლო დღისით – 23 გრადუსი.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 06:17 საათზე ამოვა და 19:48 საათზე ჩავა.

102
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (514)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 24 სექტემბერს

31
(განახლებულია 15:52 22.09.2020)
საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში 24 სექტემბერს, ხუთშაბათს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 18 გრადუსი, ხოლო დღისით მაქსიმალური პლუს 27 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:50 საათზე ამოვა და 18:53 საათზე ჩავა.

31
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (514)
თბილისი

საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი: სინოპტიკოსების პროგნოზი

135
(განახლებულია 19:51 21.09.2020)
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში თბილი ამინდია მოსალოდნელი – ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე მიაღწევს.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – ქვეყნის ზოგიერთ რაიონში 26 სექტემბრამდე ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„საქართველოს ზოგიერთ რაიონში 21-25 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 26–31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში პლუს 23–28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი თბილისშიც. 21-22 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა პლუს 24–26, ხოლო 23-25 სექტემბერს პლუს 27–29 გრადუსი იქნება.

135
თემები:
ამინდი საქართველოში
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

0
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

0
თემები:
საქართველო და კულტურა