თბილისის ხედი

წვიმები და ელჭექი: როდის გამოიდარებს საქართველოში?

1042
(განახლებულია 19:30 17.08.2020)
კვირის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმები.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი - ქვეყნის ცალკეულ რაიონებში 21 აგვისტომდე შესაძლებელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

„ჰაერის ტემპერატურა 17 აგვისტოს დაბლობსა და ბარში პლუს 23 - 28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოდან 27 - 32 გრადუსამდე მოიმატებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში 17-18 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, 19-20 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 17-18 აგვისტოს 26 - 28 გრადუსი სითბო იქნება, 19-20 აგვისტოს კი 30 - 32 გრადუსამდე მოიმატებს.

1042
თემები:
ამინდი საქართველოში (429)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 25 სექტემბერს

36
(განახლებულია 15:35 23.09.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს ღრუბლიანი ამინდი ელოდებათ, ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 25 სექტემბერს ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 06:51 საათზე ამოვა და 18:52 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 18 გრადუსი, ხოლო დღისით მაქსიმალური პლუს 27 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

36
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 24 სექტემბერს

45
(განახლებულია 15:52 22.09.2020)
საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში 24 სექტემბერს, ხუთშაბათს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 18 გრადუსი, ხოლო დღისით მაქსიმალური პლუს 27 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:50 საათზე ამოვა და 18:53 საათზე ჩავა.

45
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
მშენებლობა თბილისში

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობა ოქტომბრის დასაწყისში განახლდება

0
(განახლებულია 15:23 23.09.2020)
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, უკვე დასრულების ფაზაშია „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც.

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მუნიციპალიტეტსა და სამშენებლო კომპანია „m2 ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნული კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძემ დედაქალაქის მასშტაბით დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხის  მოგვარების მიზნით, სპეციალური კომისია აქტიურად მუშაობს.

მისი თქმით, აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.

„ამ მიმართულებით უკვე მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება. 400 ადამიანი ელოდება ამ მშენებლობის დასრულებას და სამი წლის განმავლობაში ადამიანები საკუთარ ფართებს მიიღებენ“, -განაცხადა კალაძემ.

საცხოვრებელი კომპლექსი „ოლიმპიური ვარსკვლავი“ თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს, მისი მშენებლობა 2006-2008 წლებში დაიწყო, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო  პროექტი ვერ დასრულდა.

2012 წელს „ოლიმპიური ვარსკვლავი“ 27 მლნ ლარით დაჯარიმდა, თუმცა შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჯარიმა 450 ათას ლარამდე შეუმცირდა. აღნიშნულ კომპლექსში საცხოვრებელ ბინებს 350-ზე მეტი ოჯახი 15 წლის განმავლობაში ელოდება.

როგორც მერმა აღნიშნა, უკვე დასრულების ფაზაშია „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც.

„დაახლოებით 6 ათასამდე ოჯახზეა საუბარი. მუშაობა ერთი დღით არ შეგვიჩერებია. ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და ვფიქრობ, ძალიან მალე შევძლებთ, ამ მრავალწლიან პრობლემას წერტილი დავუსვათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერის ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 180 ობიექტია, რომლებსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს.

2019 წელს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“ შეიქმნა, რომელიც დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ მშენებლობას განიხილავს.

0
თემები:
თბილისი დღეს