თბილისის ხედი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში სამშაბათს, 18 აგვისტოს

497
თბილისში სამშაბათს აცივდება - ღამით ტემპერატურა იქნება პლუს 17 გრადუსი, დღისით ჰაერი 26 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თბილისში სამშაბათს, 18 აგვისტოს ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ტემპერატურა ღამით იქნება პლუს 18 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება.

ქარი 2 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:12 საათზე ამოვა და 19:55 საათზე ჩავა.

497
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (511)
ბათუმი ღრუბლიან ამინდში

ამინდი გაუარესდება: მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და შტორმი

209
(განახლებულია 17:09 18.09.2020)
უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე აცივდება. სინოპტიკოსები შტორმისა და მეწყრის შესახებ გვაფრთხილებენ

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ამინდი გაუარესდება – 19 სექტემბერს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქალი იქროლებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ქარია მოსალოდნელი კოლხეთის დაბლობსა და მდინარე მტკვრის აუზშიც.

„ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

209
თემები:
ამინდი საქართველოში
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 19 სექტემბერს

64
(განახლებულია 16:12 17.09.2020)
დედაქალაქში შაბათს მოსალოდნელია თბილი ამინდი ცვალებადი მოღრუბლულობით. ტემპერატურა 28 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში შაბათს, 19 სექტემბერს მცირე მოღრუბლულობას, თუმცა ძირითადად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. 

მინიმალური ტემპერატურა ღამით იქნება +18, ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +28 გრადუსი დაფიქსირდება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 06:45 საათზე ამოვა და 19:02 საათზე ჩავა.

64
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (511)
ტესტირება კორონავირუსზე

აჭარა, თბილისი და რეგიონები - როგორია COVID-19-ის ახალი შემთხვევების გეოგრაფია

0
COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა კვლავ აჭარაზე მოდის, რეგიონში ერთ დღეში ასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, რომლებიც ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირდა, უმრავლესობა აჭარას უკავშირდება, დანარჩენი გამოვლინდა თბილისსა და რეგიონებში, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

სად უმკურნალებენ კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს >>

„დაგვემატა 187 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 3 306 შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 116 არის აჭარა, 30 თბილისს უკავშირდება, იმერეთს -15, სამეგრელო-ზემო სვანეთს - 11 , გურიას - 4, კახეთს - 3, შიდა ქართლს - 3, ქვემო ქართლს - 2, ასევე მცხეთა-მთიანეთს - 2, ერთი შემთხვევა კი სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსზე მკურნალობს სულ 1 798 ადამიანი, აქედან 14 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 70-ის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება აჭარას, რეგიონში 28-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც.

ახალინფიცირებულთა უმრავლესობა ბათუმის მკვიდრია. ამასთან, დღეს გამოვლენილ შემთხვევებს შორის არიან არასრულწლოვნები და ორსულებიც.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის კლინიკებში ამ დროისთვის 486 ინფიცირებული მკურნალობს, 300-ზე მეტი პირი კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კოვიდ-სასტუმროებში იმყოფება. დღევანდელი შედეგი 3 ათას 500-ზე მეტი ტესტის შედეგად გამოვლინდა.

გურიაში კორონავირუსი ორი თვის ჩვილს დაუდასტურდა >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დღეს 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში