ამინდი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოს დედაქალაქში საშუალოდ 30–32 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი, ასევე შესაძლებელია წვიმა ელჭექით.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – 19 აგვისტომდე ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

„ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 14-17 აგვისტოს +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 აგვისტოს +26, +31 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს შედარებით აგრილდება და ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 18 აგვისტოდან ისევ +26, +31 გრადუსამდე დათბება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხანმოკლე წვიმებია ნავარაუდევი თბილისშიც. ტემპერატურა 14–15 აგვისტოს დედაქალაქში +30–32 გრადუსი იქნება, 16–17 აგვისტოს +25–27 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო 18 აგვისტოს კვლავ მოიმატებს +31 გრადუსამდე.

ყველა ახალი ამბავი
0