არაგვი

წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა და შტორმი უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

186
(განახლებულია 19:30 31.07.2020)
ჯერჯერობით სტაბილური ამინდი არ გველოდება – კვლავ იწვიმებს, შესაძლებელია წყალდიდობაც. წლევანდელი ზაფხული არცთუ სასიამოვნო სიურპრიზებითაა სავსე.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოში შენარჩუნდება ცვალებადი ამინდი – 4 აგვისტომდე იწვიმებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„1 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 4 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ძლიერმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ქვეყნის მთიან ზონებში მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

186
თემები:
ამინდი საქართველოში (448)
თავისუფლების მოედანი

საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი: სინოპტიკოსების პროგნოზი

61
(განახლებულია 17:47 27.11.2020)
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სინოპტიკოსები შემოდგომის ბოლო დღეებში თბილ ამინდს პროგნოზირებენ, ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – ქვეყნის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„28 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე პერიოდში დასავლეთ საქართველოში თბილი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 28 ნოემბერს ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 17–19 გრადუსი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

28 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოშიც უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით პლუს 7–12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8–10 გრადუსი იქნება.

61
თემები:
ამინდი საქართველოში (448)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 29 ნოემბერს

30
(განახლებულია 15:29 27.11.2020)
შემოდგომის ბოლო დღეებში საქართველოს დედაქალაქში შესამჩნევად აცივდა, კვირას ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 9 გრადუსი იქნება.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში კვირას, 29 ნოემბერს ღრუბლიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 08:06 საათზე ამოვა და 17:31 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2, დღისით მაქსიმალური კი პლუს 9 გრადუსი იქნება.

30
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

0
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში