ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში სამშაბათს 30 ივნისს

© photo: Sputnikბავშვები შადრევანში გრილდებიან
ბავშვები შადრევანში გრილდებიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში სამშაბათს ნამდვილი საზაფხულო ცხელი ამინდი იქნება - ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით ჩრდილში პლუს 30 გრადუსი იქნება

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს, 30 ივნისს მზიანი და ცხელი ამინდია ნავარაუდევი.

მზე 05:29 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 18, დღისით მაქსიმალური კი პლუს 30 გრადუსი იქნება. ჰაერის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0