მახუნცეთი

დავგეგმოთ დასვენება? სინოპტიკოსების პროგნოზი

300
(განახლებულია 19:16 22.06.2020)
საქართველოს დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერი პლუს 31-33 გრადუსი დაფიქსირდება. 25 ივნისს თბილისში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია ნავარაუდევი.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდი 27 ივნისამდე შენარჩუნდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 ივნისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 33-38 გრადუსამდე მოიმატებს. 24 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივნისამდე კი დროგამოშვებით იწვიმებს და ტემპერატურა პლუს 23-28 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც. 25 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 30-35 გრადუსამდე მოიმატებს.

საქართველოს დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერი პლუს 31-33 გრადუსი დაფიქსირდება. 25 ივნისს თბილისში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია ნავარაუდევი.

300
თემები:
ამინდი საქართველოში (406)
თბილისის ხედი

როგორი ამინდი იქნება თბილისში სამშაბათს, 14 ივლისს

56
(განახლებულია 09:35 12.07.2020)
საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით სამშაბათს, 14 ივლისს თბილისში მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +21, ხოლო დღისით +28 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:38 საათზე ამოვა და 20:34 საათზე ჩავა.

56
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ბათუმი

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათს, 13 ივლისს

55
(განახლებულია 16:28 11.07.2020)
ბათუმელებსა და დამსვენებლებს შავი ზღვისპირა ქალაქში ორშაბათს ელოდება თბილი, მაგრამ წვიმიანი ამინდი

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით ორშაბათს, 13 ივლისს ბათუმში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +21, ხოლო დღისით +24 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:50 საათზე ამოვა და 20:47 საათზე ჩავა.

55
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი ბათუმში
დაკავება

ზუგდიდში „ტყის ძმების“ ლიდერის შვილი ნარკოდანაშაულზე დააკავეს

0
დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა”. ასევე ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. „ტყის ძმების“ ყოფილი ლიდერის დათო შენგელიას შვილის, 38 წლის დადუ შენგელიას დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

სპეცოპერაცია ზუგდიდში დღეს რამდენიმე საათს მიმდინარეობდა.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შენგელია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა” ამოიღეს.

ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში