სეტყვა კახეთში: სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დაზარალდა

© Aspindza City Hallსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტიქიამ, რომელიც ოცი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სოფელებში ძველ ანაგასა და ჯუგაანში საკარმიდამო ნაკვეთები, ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურები, ვენახი, ასევე ხორბლისა და ქერის ყანები დააზიანა

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ძლიერმა სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
როგორი ამინდი იქნება თბილისში ორშაბათს, 22 ივნისს

სტიქიამ, რომელიც ოცი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სოფელებში ძველ ანაგასა და ჯუგაანში საკარმიდამო ნაკვეთები, ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურები, ვენახი, ასევე ხორბლისა და ქერის ყანები დააზიანა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი გოგილაშვილმა განაცხადა, რომ ზარალის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მერიაში არ აქვთ, თუმცა მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სტიქიისგან დაზარალებულ სოფელში ჩავლენ და ადგილზე შეისწავლიან ვითარებას.

სეტყვა იყო ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზარალის შესახებ მერიაში მოსახლეობიდან ჯერ ინფორმაცია არ შესულა.

ყველა ახალი ამბავი
0