ღრუბლიანი ცა თბილისის თავზე

ძლიერი ნალექი, სეტყვა და ქარი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

477
(განახლებულია 17:37 20.06.2020)
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ივნისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო  მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოში ამინდი  გაუარესდება და უხვმა ნალექმა შეიძლება გამოიწვიოს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები და წყალმოვარდნები.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 22 ივნისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ასევე,  მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

 

477
თემები:
უამინდობა საქართველოში (262)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 11 ივლისს

41
(განახლებულია 14:53 09.07.2020)
შაბათს საქართველოს დედაქალაქში შედარებით აგრილდება – სინოპტიკოსები +27 გრადუსსა და მცირე წვიმას პროგნოზირებენ.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით შაბათს, 11 ივლისს თბილისში ძირითადად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +21, ხოლო დღისით +27 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:36 საათზე ამოვა და 20:35 საათზე ჩავა.

41
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
წვიმა შავი ზღვის სანაპიროზე

როდის აგრილდება საქართველოში სინოპტიკოსების პროგნოზი

1228
(განახლებულია 17:30 08.07.2020)
სინოპტიკოსები საქართველოში უკვე დღის მეორე ნახევრიდან ტემპერატურის შემცირებასა და წვიმას გვპირდებიან.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოში ტემპერატურამ დღეს შეიძლება 42 გრადუსს მიაღწიოს, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვების, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, გვაფრთხილებენ სინოპტიკოსები.

„ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას", – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შედარებით აგრილდება 8 ივლისის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე – დროგამოშვებით იწვიმებს (ელჭექით), ზოგან ძლიერად, მოსალოდნელია სეტყვა. გაძლიერდება ქარი. შტორმი ზღვის სანაპიროზე 2-3 ბალს მიაღწევს.

უხვი ნალექის გამო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", – ნათქვამია განცხადებაში.

სიცხეა მოსალოდნელი თბილისშიც – დღისით 38 გრადუსია მოსალოდნელი. 9 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

1228
თემები:
ამინდი საქართველოში
გორის სამხედრო ჰოსპიტალი

ქართველ სამხედროებს ავღანეთში კორონავირუსი დაუდგინდა

0
(განახლებულია 11:13 10.07.2020)
სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც როტაციის შედეგად ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან, ორკვირიან კარანტინში განთავსდებიან

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ავღანეთიდან თბილისში სპეცრეისით 28 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ჩამოიყვანს. მათ კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, სამხედროები, რომლებიც სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ მონაწილეობდნენ, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით გამოიყვანეს. ბორტზე მათთან ერთად იმყოფებოდა ბუნდესვერის მედპერსონალი.

„სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში გამოფრენამდე ინფიცირებულები სპეციალურ იზოლატორში მოათავსეს. შესაბამისა, მისიაში მონაწილე სხვა ქართველ ჯარისკაცებს ინფიცირების საფრთხე არ ემუქრება.

ინფიცირებული სამხედროები მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძობენ. რაც შეეხება დანარჩენ სამხედროებს, ისინი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარი-შარიფში არიან დისლოცირებული.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში