მეწყერი ონის რაიონში

უამინდობა რაჭაში: ადიდებული მდინარეები, მეწყერი, წაღებული ხიდი

192
(განახლებულია 14:39 19.06.2020)
კოკისპირული წვიმების შედეგად ონის რაიონში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, წაღებულია საფეხმავლო ხიდი, ხოლო ცენტრალური საავტომობილო გზა მეწყერმა ჩაკეტა.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. კოკისპირულმა წვიმამ რაჭაში ონის რაიონი ძლიერ დააზარალა.

როგორც ონის რაიონული ადმინისტრაციის Facebook-გვერდზეა აღნიშნული, გადაუღებელი წვიმის გამო სოფელ უწერაში ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე მუშუანი, ასევე ადიდდა რიონი, რომელმაც უწერისა და ეკლესიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი წაიღო.

ქუთაისი–ალპანა–მამისონის საავტომობილო გზის 130-ე კილომეტრზე ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც მოძრაობა გარკვეული დროით გადაკეტა.

რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ადგილზე დროულად იყო მობილიზებული მიმე ტექნიკა და გზა მალე გაიწმინდა.

ამჟამად მოძრაობა სრულად არის აღდგენილი.

192
თემები:
უამინდობა საქართველოში (263)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 11 ივლისს

41
(განახლებულია 14:53 09.07.2020)
შაბათს საქართველოს დედაქალაქში შედარებით აგრილდება – სინოპტიკოსები +27 გრადუსსა და მცირე წვიმას პროგნოზირებენ.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით შაბათს, 11 ივლისს თბილისში ძირითადად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +21, ხოლო დღისით +27 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:36 საათზე ამოვა და 20:35 საათზე ჩავა.

41
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
წვიმა შავი ზღვის სანაპიროზე

როდის აგრილდება საქართველოში სინოპტიკოსების პროგნოზი

1225
(განახლებულია 17:30 08.07.2020)
სინოპტიკოსები საქართველოში უკვე დღის მეორე ნახევრიდან ტემპერატურის შემცირებასა და წვიმას გვპირდებიან.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოში ტემპერატურამ დღეს შეიძლება 42 გრადუსს მიაღწიოს, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვების, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, გვაფრთხილებენ სინოპტიკოსები.

„ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას", – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შედარებით აგრილდება 8 ივლისის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე – დროგამოშვებით იწვიმებს (ელჭექით), ზოგან ძლიერად, მოსალოდნელია სეტყვა. გაძლიერდება ქარი. შტორმი ზღვის სანაპიროზე 2-3 ბალს მიაღწევს.

უხვი ნალექის გამო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", – ნათქვამია განცხადებაში.

სიცხეა მოსალოდნელი თბილისშიც – დღისით 38 გრადუსია მოსალოდნელი. 9 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

1225
თემები:
ამინდი საქართველოში
კანიე უესტი

პირველი ნაბიჯი პრეზიდენტობისკენ: კანიე უესტი ვიდეოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 09:50 10.07.2020)
ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა საპრეზიდენტო არჩევნებშო მონაწილეობის მისაღებად პირველი ნაბიჯი გადადგა და შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა საპრეზიდენტო კამპანია იმით დაიწყო, რომ თავად დარეგისტრირდა ამომრჩეველთა სიაში. უსეტმა საკუთარ Twitter–აკაუნტზე გამოაქვეყნა დაახლოებით წუთნახევრიანი ვიდეო, რომელზეც სარეგისტრაციო ოფისში მისი ვიზიტია აღბეჭდილი.

​„მე მინდა ყველას განახოთ, რამდენად მარტივია ხმის მიცემა“, — ამბობს რეპერი.

ვიდეოში ის ხსნის, რა წერია სარეგისტრაციო ანკეტაში: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ავტომობილის მართვის მოწმობის მონაცემები — რომელიც აშშ–ში პიროვენბის სტანდარტულ მოწმობად გამოიყენება, სქესი, ტელეფონი, მისამართი, მონაცემები პოლიტიკური კუთვნილების შესახებ.

უესტის განმარტებით, ანკეტა ასევე შეიცავს გრაფას, სადაც საჭიროა ხელმოწერა ამომრჩევლის ფიცზე.

კადრებზე ასევე დაფიქსირებულია რეპერის საუბარი ოფისისი თანამშრომელთან, რომელიც მუსიკოსს პასუხობს შეკითხვაზე, რატომ ვერ აძლევს ხმას ბევრი მსჯავრდებული.

მანამდე კანიე უესტმა გაავრცელა განცხადება, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის გვერდით.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს