როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 20 ივნისს

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში კვლავ ზაფხულის ცხელი ამინდი იქნება – ტემპერატურა დღისით 33 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, შაბათს, 20 ივნისს თბილისში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ტემპერატურა ღამით +19, ხოლო დღისით +33 გრადუსი იქნება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროგამოშვებით 20–25 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:38 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0