როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 19 ივნისს

გამოწერა
დედაქალაქში პარასკევს ძირითადად მოღრუბლული, მაგრამ ცხელი ამინდი იქნება, ტემპერატურა დღისით 33 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში პარასკევს, 19 ივნისს მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმებითა და ელჭექით, თუმცა ხანდახან გამოიდარებს.

ტემპერატურა ღამით +19, ხოლო დღისით +33 გრადუსი იქნება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხანდახან კი 20–25 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:25 საათზე ამოვა და 20:38 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0