სიცხე და წვიმა: როგორ ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerვაკის პარკი
ვაკის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ამ კვირაში ქვეყანაში საკმაოდ დიდი სიცხე იქნება, თუმცა დროგამოშვებით წვიმა გაგვაგრილებს.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ცხელი ამინდი 19 ივნისამდე შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 17 ივნისს>>

„15-19 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სიცხეა მოსალოდნელი თბილისშიც – ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს.

ყველა ახალი ამბავი
0