თბილისი

წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა საქართველოში ამინდი კვლავ აირევა

167
(განახლებულია 21:14 12.06.2020)
დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით, თუმცა დღისით ჰაერის ტემერატურა +34 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ამინდი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ გაფუჭდება – უქმეებზე ქვეყანაში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, და სეტყვა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან, იქნება სიცხე – აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 32 გრადუსამდე.

„12 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან 14 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უხვი ნალექის გამო მთიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესები განვითარდეს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ–ღვარცოფული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება აღინიშნოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. თბილისში ტემპერატურა ღამით იქნება +18, ხოლო დღისით +34 გრადუსი. ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

167
თემები:
ამინდი საქართველოში (407)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში, 17 ივლისს

28
(განახლებულია 11:34 15.07.2020)
საქართველოს დედაქალაქში პარასკეგვს მზიანი ამინდია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები 31 გრადუსამდე სითბოს ვარაუდობენ.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 17 ივლისს მზიან ამინდს პროგნოზირებენ, თუმცა, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მზე 05:41 საათზე ამოვა და 20:32 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 22, დღისით მაქსიმალური კი პლუს 31 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

28
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგოზი თბილისში, 16 ივლისს

52
(განახლებულია 15:47 14.07.2020)
საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს მზიანი ამინდია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები 30 გრადუსამდე სითბოს ვარაუდობენ.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ხუთშაბათს, 16 ივლისს მზიან ამინდს პროგნოზირებენ, თუმცა, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მზე 05:40 საათზე ამოვა და 20:32 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 20, დღისით მაქსიმალური კი პლუს 30 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

52
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ქართულის და ჰიპ-ჰოპის მიქსი

ქართულის და ჰიპ-ჰოპის მიქსი - ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა

0
(განახლებულია 13:47 15.07.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო. სადაც მოცეკვავეები ბექა და ნიკა ნოზაძეები ქართული ცეკვის ელემენტებს ჰიპ-ჰოპში ურევენ

ვიდეოს, რომელსაც ბლოგერი გურამ შეროზია უზიარებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს, კომენტარებში აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

0
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები