გაუსაძლისი სიცხე და პლუს 40 გრადუსი: სინოპტიკოსების პროგნოზი

© Sputnik / STRINGERზაფხული თბილისში
ზაფხული თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების რაოდენობა საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები, ხოლო დასავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება, ამბობენ სააგენტოში.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოში ცხელი და უნალექო ზაფხულია მოსალოდნელი – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა ზაფხულის პერიოდში ნორმაზე 1–2 გრადუსით მაღალი იქნება, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მთელი ზაფხულის მანძილზე საქართველოს დაბლობში საშუალოდ 37–40 გრადუსი, მაღალ მთაში კი 32–35 გრადუსამდე სითბოა ნავარაუდევი.

2020 წლის ზაფხულში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონებზე ზაფხულის ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ, ატლანტის და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები ასრულებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების რაოდენობა საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები, ხოლო დასავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება, ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ყველა ახალი ამბავი
0