საქართველოში დათბება: როგორ ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები?

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ცივი და წვიმიანი ამინდების შემდეგ თბილი ამინდებია მოსალოდნელი – ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოში გამოიდარებს და დათბება – ქვეყნის უმეტეს ნაწილში 26 მაისიდან თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო
წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა – საქართველოში უამინდობა გრძელდება

26 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობში პლუს 23–28 გრადუსია მოსალოდნელი. 27-28 მაისს სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა კი 33 გრადუსამდე მოიმატებს, ნათქვამია განცხადებაში.

თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი საქართველოს დედაქალაქშიც – თბილისში 26–27 მაისს ჰაერის ტემპერატურა პლუს 25–27 გრადუსი, 28 მაისს კი პლუს 31 გრადუსია მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0