წაქცეული ხე

წაქცეული ხეები, გადახდილი სახურავი: ძლიერმა ქარმა თბილისსა და რუსთავში პრობლემები შექმნა

184
(განახლებულია 21:59 23.05.2020)
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  ამინდი 22 მაისიდან  გაუარესდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, 23–24 მაისს  ტემპერატურა 15–17 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. ძლიერმა ქარმა საქართველოს ორ დიდ ქალაქში - თბილისსა და რუსთავში პრობლემები შექმნა.

თბილისში, სადგურის მოედანთან ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და მანქანებს დაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერმა ქარმა მარშალ გელოვანის გამზირზე სარეკლამო ბანერი ჩამოადგო. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ასევე, არ დაზიანებულა რაიმე სახის ინფრასტრუქტურა.

ქარმა პრობლემები შექმნა რუსთავშიც. დაზიანებულია ქალაქის ცენტრალური სტადიონის შესასვლელში არსებული შენობის გადახურვა, ახდილია თუნუქის ფურცლები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის მაშველები და „რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქარმა რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე ხეებიც დაამტვრია და დააზიანა გარე განათების სადენები.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  ამინდი 22 მაისიდან  გაუარესდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, 23–24 მაისს  ტემპერატურა 15–17 გრადუსამდე დაიკლებს.

184
თემები:
უამინდობა საქართველოში (255)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 27 მაისს

48
(განახლებულია 16:01 25.05.2020)
ოთხშაბათს დედაქალაქში ამინდი გაუმჯობესდება – ჰაერი 25 გრადუსამდე დათბება, წვიმა გადაიღებს და მზე გამოანათებს.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ოთხშაბათს, 27 მაისს თბილი, მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა ღამით +14, ხოლო დღისით +25 გრადუსი იქნება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:31 საათზე ამოვა და 20:25 საათზე ჩავა.

48
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
წვიმა თბილისში

წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა საქართველოში უამინდობა გრძელდება

137
(განახლებულია 15:42 25.05.2020)
ამ დღეებში წვიმიანი და საკმაოდ გრილი ამინდი მთელ საქართველოში შენარჩუნდება. სინოპტიკოსები შესაძლო წყალდიდობაზეც საუბრობენ.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოში 26 მაისამდე უამინდობა გრძელდება – ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

ძლიერი ნალექის გამო მთის ზონებში შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები განვითარდეს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით პლუს 7 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით 20 გრადუსამდე დათბება. დასავლეთ საქართველოში კი ღამით პლუს 4 გრადუსი, დღისით კი 16 გრადუსი იქნება.

მთაში და მაღალ მთაში ტემპერატურა ღამით ნულ გრადუსამდე შემცირება, ხოლო დღისით 14 გრადუსამდე დათბება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ტემპერატურა ღამით იქნება 11, ხოლო დღისით – 18 გრადუსი სითბო. ქარი დედაქალაქში 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

137
თემები:
ამინდი საქართველოში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

0
(განახლებულია 09:37 26.05.2020)
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები, კორონავირუსის პანდემიის გამო, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. 26 მაისი ქვეყნის მთავარი დღესასწაულის – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, რომელიც ყოველ წელს მასშტაბურად აღინიშნება, თუმცა, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება.

დამოუკიდებლობის დღე 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კინოცენტრი 26 ფილმს აჩვენებს>>

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ.

0
თემები:
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე