კოტე აფხაზის ქუჩა თბილისში

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 12 მაისს

104
(განახლებულია 23:18 09.05.2020)
მზიანი დღე და გაზაფხულის სუსტი ქარი - ასეთი ამინდი იქნება საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს, 12 მაისს

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში სამშაბათს, 12 მაისს მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მზე 05:43 საათზე ამოვა და 20:09 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 9, დღისით მაქსიმალური კი პლუს 19 გრადუსი იქნება.

ქარი წამში 10–15 მერტით დაუბერავს.

104
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (408)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 6 ივნისს

9
(განახლებულია 10:23 04.06.2020)
ქარი, მოღრუბლულობა და წვიმა ელჭექით – ასეთ ამინდს  პროგნოზირებენ სინოპტიკოსები დედაქალაქში შაბათს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შაბათს, 6 ივნისს ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +16, ხოლო დღისით – 27 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:32 საათზე ჩავა.

9
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (408)
აბანოთუბანი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 5 მაისს

47
(განახლებულია 17:45 03.06.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს ცვალებადი ამინდი ელოდებათ – პარასკევს ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსი იქნება.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს დედაქალაქში პარასკევს, 5 ივნისს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი – შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მზე 5:26 საათზე ამოვა და 20:32 საათზე ჩავა.

ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 17, დღისით მაქსიმალური კი პლუს 27 გრადუსი იქნება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

47
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (408)
გამოცდების პერიოდი

ცნობილია, როდის ჩატარდება ერთიანი  ეროვნული გამოცდები

0
(განახლებულია 12:55 04.06.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრი სადენზინფექციო საშუალებებისა და სამედიცინო მოწყობილობების შეძენას გეგმავს

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. შეფასებისა და  გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული გამოცდების ჩატარებას ივლისის პირველ რიცხვებში გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცენტრი გამოცდების ჩასატარებლად აუცილებელ მოწყობილობებს და აქსესუარებს ყიდულობს.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით“,- აღნიშნულია  უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სადეზინფექციო საშუალებებში 27 500 ლარის გადახდას გეგმავს, სამედიცინო მოწყობილობისთვის კი – 266 250 ლარის. შესყიდვის ჯამური თანხა კი 1 676 270 ლარია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები. გამოცდის მსვლელობისას ერთ სივრცეში (სექტორში) განთავსდება არაუმეტეს 10 აბიტურიენტისა რეკომენდებული დისტანციის დაცვით.

„მშვიდობით, სკოლა!" – დღეს XII კლასელებმა სკოლა დაამთავრეს>>

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა,  საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა 12 ათასზე მეტს შეადგენს, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გასვლის სურვილი 3600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოხატა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში