სეტყვა, შტორმი და წყალდიდობა – საქართველოში ამინდი გაუარესდება

© photo: Sputnik / Stringerღრუბლიანი ამინდი
ღრუბლიანი ამინდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთიან ზონებში უხვი ნალექის გამო შესაძლებელია ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 6 მაისიდან ამინდი გაუარესდება – ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

მეიდანი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 6 მაისს

სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. მოიმატებს ძლიერი ნალექების, სეტყვის და ქარის გაძლიერების შესაძლებლობა. შავ ზღვაზე მოსალოდნელია 3–4 ბალიანი შტორმი.

საქართველოს მთიან ზონებში უხვი ნალექის გამო შესაძლებელია ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0