საქართველოში დათბება: როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები?

გამოწერა
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ – დასავლეთ საქართველოში  19–24 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 17–22 გრადუსამდე სითბოა ნავარაუდევი

თბილისი,  13 აპრილი  – Sputnk.  საქართველოში დათბება – ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში 13 აპრილიდან თბილი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

„ცხოველებს ადამიანები ენატრებათ“ - როგორ გადააქვს პანდემია თბილისის ზოოპარკს - Sputnik საქართველო
„ცხოველებს ადამიანები ენატრებათ“ - როგორ ცხოვრობს პანდემიის დროს თბილისის ზოოპარკი

 „ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 19–24 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი პლუს 17–22 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამშაბათს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიძლიერე წამში 17–22 მეტრი, ოთხშაბათს კი  8–13 მეტრი იქნება.

 „15 აპრილს, დღის ბოლოდან 16 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა პლუს 10–15 გრადუსამდე დაიკლებს. 17 აპრილიდან ისევ გამოიდარებს და დათბება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს დედაქალაქში 13–15 აპრილს  თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი– თბილისში ჰაერი 18–20 გრადუსამდე გათბება. ხუთშაბათს მოსალოდნელია წვიმა, ქარი, ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსამდე დაიწევს, პარასკევიდან კი გამოიდარებს და დათბება.

ყველა ახალი ამბავი
0