თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 8 აპრილს

65
(განახლებულია 15:52 06.04.2020)
სინოპტიკოსების პროგნოზით, ოთხშაბათს საქართველოს დედაქალაქში უპირატესად მოღრუბლული ამინდი და სუსტი წვიმაა მოსალოდნელი.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnk. სინოპტიკოსების პროგნოზით, ოთხშაბათს, 8 აპრილს თბილისში უპირატესად მოღრუბლული ამინდი და სუსტი წვიმაა მოსალოდნელი.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა – პლუს 3 გრადუსი დაფიქსირდება 06:00-დან 10:00 საათამდე. დღისით ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:31 საათზე ამოვა და 19:34 საათზე ჩავა.

65
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (409)
ბავშვები შადრევანში

როდის დაცხება საქართველოში ამინდის პროგნოზი

87
(განახლებულია 20:29 05.06.2020)
დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში კი მაქსიმუმ 32 გრადუსი იქნება.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოში გამოიდარებს და დათბება – ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე 6 ივნისიდან სიცხეებია მოსალოდნელი, უპირატესად უნალექოდ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 7-8 ივნისს +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისში – ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

87
თემები:
ამინდი საქართველოში
მეტეხის ხიდი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 7 ივნისს

41
(განახლებულია 16:39 05.06.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს კვირას მზიანი ამინდი ელოდებათ – ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში კვირას, 7 ივნისს მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი.

მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:33 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 16, დღისით მაქსიმალური კი პლუს 30 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

 

41
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (409)
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 6 ივნისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:37 05.06.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

6 ივნისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

სავსემთვარეობის შემდეგ, როდესაც ხდება სასიცოცხლო და ფსიქოლოგიური ენერგიის დაგროვება, იწყება ამ ენერგიის თანდათანობითი შემცირება.

მოსალოდნელია მდგომარეობის, იდეებისა და განწყობის ხშირ–ხშირი ცვლა. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ურთიერთობებს. კარგი დღეა კვირის განმავლობაშ დაგროვებული ამოცანების გადასაჭრელად, გეგმების შესადგენად.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსანი, მორიელის მსგავსად, არაერთმნიშვნელოვან გავლენას ახდენს თმის ვარცხნილობის შეცვლაზე. მაგალითად, თუ თმის შეჭრა გინდათ და ვარცხნილობის დიდხანს შენარჩუნება, მაშინ, სჯობს, ეს სხვა დროისთვის გადადოთ – თმა მალე გაიზრდება და ვერ დაიმორჩილებთ. თმის შეჭრისთვის კარგი დღეა, თუ თმის ზრდის პროცესის შენელება გსურთ. გაითვალისწინეთ – თუ მაინც გადაწყვეტთ თმის შეჭრას, უპირატესობა სწორ, დავარცხნილ სტილს მიანიჭეთ და არა ხვეულ თმას. ასევე, შეიძლება არ გაამართლოს მოლოდინებმა თმის შეღებვასთან დაკავშირებით – თმა მალე გაფერმკრთალდება.

მთვარის დაბნელება 5 ივნისს: მასშტაბური მოვლენა, რომლითაც დაბნელებების დერეფანი იხსნება>>

მებაღეობა: მშვილდოსანი მთვარის კალენდარში ნაკლებად ნაყოფიერი ნიშანია, მაგრამ ამ დღეს ბაღში სხვადასხვა სამუშაოების შესრულება შეიძლება, მათ შორის, სასუქის მიცემა, გასხვლა, მცოცავი მცენარეების დარგვა და სხვ. მებაღეობის შესახებ ივნისში დეტალურად იხილეთ აქ.

0