თოვლი, ქარი და შტორმი – საქართველოში  ამინდი გაუარესდება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში 4 აპრილს ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

თბილისი,  3 აპრილი  – Sputnik.  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე  ამინდი გაუარესდება – საქართველოს უმეტეს რაიონში შაბათს ნალექია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

სატვირთო - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე: გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 „3 აპრიის საღამოდან 4 აპრილის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ქარის სიძლიერე წამში 17–22 მეტრი იქნება.

კოკისპირულმა წვიმებმა მთიან ზონებში  შეიძლება ზვავი და მეწყერი გამოიწვიოს.

 „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.


ყველა ახალი ამბავი
0