თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 1 აპრილს

75
(განახლებულია 13:17 30.03.2020)
სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ოთხშაბათს ცვალებად მოღრუბლულობასა და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, ოთხშაბათს, 1 აპრილს თბილისში მოღრუბლული ამინდი, ხოლო საღამოს სუსტი წვიმაა მოსალოდნელი.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა მოსალოდნელია დილის 04:00–დან 07:00 საათამდე – ამ პერიოდში ტემპერატურა +7 გრადუსამდე შემცირდება, დღისით კი 17 გრადუსამდე დათბება.

ქარი 8–13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:43 საათზე ამოვა და 19:26 საათზე ჩავა.

75
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (404)
თბილისის ხედი

როგორი ამინდი იქნება თბილისში სამშაბათს, 2 ივნისს

35
(განახლებულია 10:23 31.05.2020)
ზაფხულის მეორე დღეს საქართველოს დედაქალაქში მზიანი და თბილი ამინდი იქნება, დაფიქსირდება 29 გრადუსი სითბო.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, სამშაბათს, 1 ივნისს თბილისში ცხელი და მზიანი ამინდი იქნება.

ტემპერატურა ღამით იქნება +16, ხოლო დღისით +29 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:30 საათზე ჩავა.

35
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (404)
ევროპის მოედანი თბილისში

როგორი ამინდი იქნება თბილისში ორშაბათს, 1 ივნისს

89
(განახლებულია 15:40 30.05.2020)
ზაფხულის პირველ დღეს საქართველოს დედაქალაქში მზიანი და თბილი ამინდი იქნება, დაფიქსირდება 28 გრადუსი სითბო.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, ორშაბათს, 1 ივნისს თბილისში საკმაოდ თბილი და მზიანი ამინდი იქნება.

ტემპერატურა ღამით იქნება +17, ხოლო დღისით +28 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:28 საათზე ამოვა და 20:29 საათზე ჩავა.

89
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (404)
განათლების სამინისტრო

საქართველოში  პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო

0
(განახლებულია 08:06 01.06.2020)
საქართველოს კანონმდებლობით, პირველ კლასში რეგისტრაციისთვის აუცილებელია, რომ ბავშვს 15 სექტემბრისთვის ექვსი წელი შეუსრულდეს

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოში 1 ივნისიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც 25 ივნისამდე გაგრძელდება, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

მესამე ეტაპზე დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს. რეგისტრაციისთვის აუცილებელ ინსტრუქციას გაეცანით აქ.

რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. თუ დადგენილ ვადებში დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი შეეხო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. აღნიშნული ეტაპი 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე განხორციელდა, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 11 მაისიდან დაიწყო და 1 ივნისამდე გაგრძელდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლაში აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისა და რეგისტრაციის ვადები გაახანგრძლივა.

0
თემები:
განათლება საქართველოში