ღრუბლები თბილისის თავზე

თოვლი, ქარბუქი, შტორმი - საქართველოში ამინდი გაუარესდება

189
მთაში და მაღალ მთაში სინოპტიკოსები ნისლსა და ქარბუქს ვარაუდობენ. მთის ზონაში უხვი ნალექის გამო ზვავებისა და მეწყრული პროცესების ფორმირებაა შესაძლებელი.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება - კვირას საღამოს ქვეყნის უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება და წამში 20-25 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი 10 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, ღამით ბარში ჰაერი პლუს 4 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი ჰაერის ტემპერატურა პლუს 20 გრადუსამდე აიწევს.

მთაში და მაღალ მთაში სინოპტიკოსები ნისლსა და ქარბუქს ვარაუდობენ. მთის ზონაში უხვი ნალექის გამო ზვავებისა და მეწყრული პროცესების ფორმირებაა შესაძლებელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს სააგენტოს განცხადებაში.

189
თემები:
ამინდი საქართველოში (394)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 6 ივნისს

21
(განახლებულია 15:54 04.06.2020)
ქარი, ნაწილობრივ მოღრუბლულობა და წვიმა ელჭექით – ასეთ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები დედაქალაქში შაბათს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შაბათს, 6 ივნისს ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +16, ხოლო დღისით – 27 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:32 საათზე ჩავა.

21
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
აბანოთუბანი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 5 მაისს

51
(განახლებულია 17:45 03.06.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს ცვალებადი ამინდი ელოდებათ – პარასკევს ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსი იქნება.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს დედაქალაქში პარასკევს, 5 ივნისს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი – შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მზე 5:26 საათზე ამოვა და 20:32 საათზე ჩავა.

ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 17, დღისით მაქსიმალური კი პლუს 27 გრადუსი იქნება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

51
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ რა ხარვეზებს არ აკონკრეტებს მინისტრი ტიკარაძე

0
(განახლებულია 15:25 04.06.2020)
ეკატერინე ტიკარაძე  პირობას დებს, რომ უახლოეს დღეებში  წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების სტრატეგიულ გეგმას

 

თბილისი, 4 ივნისი  - Sputnik.  საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, რომლის აღმოფხვრასაც უწყება უკვე შეუდგა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

ამასთან, მან ჟურნალისტებთან თავი შეიკავა სისტემაში ყველაზე სუსტი წერტილების დასახელებისგან და განაცხადა, რომ უფრო კორექტული იქნება, თუ ყველა დაელოდება ანგარიშის პარლამენტში წარდგენას.

 „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველაფერს უფრო გლობალურად მივუდგეთ, რათა გვქონდეს სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პერიოდში შეძლებს გასცეს შესაბამისი პასუხი ნებისმიერ გამოწვევას. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჯანდაცვის სისტემას. მხედველობაში მაქვს ის, რომ ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მისი განმარტებით, რამდენიმე დღის შემდეგ წარმოდგენილი იქნება სტრატეგიული გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი შემდგომი 4–5 თვის განმავლობაში და როგორ იგეგმება ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება როგორც ხარისხობრივი ისე ინფრასტრუქტურული კუთხით. მისი სიტყვებით, ჯანდაცვის სისტემისადმი მიდგომა უფრო კომპლექსური გახდება. 

 „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მობილიზაცია გვქონდა გამოცხადებული და თქვენ დაინახეთ, რომ ის შედეგი, რომელიც ჩვენ დავდეთ, მიღწეულია ჩვენი ექიმების კვალიფიკაციის მაღალი დონით. ჩვენ სიკვდილიანობის ძალზე დაბალი და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა ძალზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატების მოწვევით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით 3 ივნისს უნდა გამოსულიყო, თუმცა ტიკარაძემ მათ მოსმენის მოგვიანებით დანიშვნა სთხოვა. 

მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ოთხ ძირითად საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს, მათგან ორი კორონავირუსის პანდემიასთან შექმნილ ვითარებას ეხება, დანარჩენი – სოციალური მუშაკების გათავისუფლებას და 520-ე დადგენილებას, რომლის ფარგლებშიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებში ტარიფების ერთიანი სისტემა შემოიღეს.

0
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში