თბილისი

მზე, ქარი, წვიმა –  როგორ ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები

58
(განახლებულია 17:29 26.03.2020)
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.

თბილისი,  26 მარტი— Sputnik.  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე  თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

„ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, სანაპირო რაიონებში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება“ – აღნიშნულია განცხადებაში.

დათბობის ფონზე 29-30 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 17–22 მეტრი იქნება.

ყაზბეგში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 5, ხოლო დღისით – პლუს 13 გრადუსი.

მესტიაშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი – ღამით იქნება მინუს 2, ხოლო დღისით – პლუს 19 გრადუსი.

სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ ბათუმშიც – ღამით იქნება პლუს 10, ხოლო დღისით – პლუს 19. კვირას სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.

დედაქალაქში 26–28 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.  ღამით ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით – 18 გრადუსამდე. 29–30 მარტს ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.

58
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (443)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 9 ივლისს

923
(განახლებულია 15:14 07.07.2020)
ხუთშაბათს კვლავ სიცხე იქნება, მაგრამ არა ისეთი, როგორც დღეს – ხუთშაბათს დედაქალაქში სულ +34 გრადუსი იქნება, და თუ გაგვიმართლებს, ჰაერს წვიმაც გააგრილებს.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით ხუთშაბათს, 9 ივლისს უპირატესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ტემპერატურა ღამით იქნება +23, ხოლო დღისით +34 გრადუსი.

ქარი ღამით 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დღისით კი დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:35 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.

923
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (443)
სიცხეში

ხანძრები, წყალდიდობა, შტორმი და +40 გრადუსი - ამინდი საქართველოში

1562
(განახლებულია 17:41 06.07.2020)
წინ რამდენიმე ძალიან ცხელი დღე გველოდება - სინოპტიკოსები თითქმის მთელ საქართველოში 40 და მეტ გრადუსს პროგნოზირებენ და ტყის ხანძრების შესახებ გვაფრთხილებენ

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომელიც 9 ივლისამდე შენარჩუნდება, ტყის ხანძრების საშიშროებას შექმნის, აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

„7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს", - ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 39, მთიან რაიონებში კი 34 გრადუსამდე მიაღწევს.

„ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას", - აღნიშნულია განცხადებაში.

შედარებით აგრილდება 8 ივლისის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე - დროგამოშვებით იწვიმებს (ელჭექით), ზოგან ძლიერად, მოსალოდნელია სეტყვა. გაძლიერდება ქარი. შტორმი ზღვის სანაპიროზე 2-3 ბალს მიაღწევს.

უხვი ნალექის გამო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია განცხადებაში.

სიცხეა მოსალოდნელი 7-8 ივლისს თბილისშიც - ღამით იქნება 23, ხოლო დღისით 38 გრადუსი. 9 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

1562
თემები:
ამინდი საქართველოში
ჩინეთის შეიარაღება

ბირთვული ომის საფრთხე იზრდება: ჩინეთი აშშ-ს ადანაშაულებს

0
(განახლებულია 10:38 08.07.2020)
ჩინეთი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს სამმხრივ მოლაპარაკებებში ჩინეთის ჩართვა იმ მიზნით სურს, რომ სამხედრო დომინირებას მიაღწიოს

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. ამერიკელების მიერ მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის შექმნა ზრდის ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს, განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შიარაღების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ფუ ცუნმა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მცირე სიმძლავრის ჭურვების არსებობა მათი გამოყენების ზღურბლს ამცირებს, ის ასევე ზრდის აშშ–ს ბირთვულ არსენალს.   

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადოთ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება გამორიცხულია და ასეთი ომები არასდროს არ უნდა დაიწყოს“, — აღნიშნა ცუნმა.

ამასთან, დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, რომ აშშ–ის ბირთვული შეიარაღება ბევრად აღემატება ჩინეთისას, თუმცა ვაშინგტონი კიევ მეტად აპირებს ამ სხვაობის გაზრდას.

  • „აშშ–ს ბირთვული არსენალი დაახლოებით 5800–6000 ბოეგოლოვკაა, რაც ოცჯერ მეტია ჩინეთის არსენალზე... აშშ აპირებს 500 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს შემდგომ 10–20 წელიწადში, ხოლო კიდევ 30 წლის განმავლობაში —1,2 ტრილიონი დოლარისა“ — განმარტა ფუ ცუნმა.

მისი თქმით, ამ ფონზე ჩინეთის მიწვევა სამმხრივ მოლაპარაკებებში — ეს არის საბაბი იმისა, რომ აშშ–მა „ხელ–ფეხი გაიხსნას სამხედრო დომინირების მისაღებად“.

დიპლომატმა განმარტა, რომ ჩინეთის უარი, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ მოლაპარაკებებში, სულაც არ ნიშნავს მის გასვლას ბირთვული შეიარაღების საერთაშორისო პროცესიდან გასვლას.

0
თემები:
მსოფლიო დღეს