თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ორშაბათს, 23 მარტს

64
(განახლებულია 15:35 21.03.2020)
საქართველოს დედაქალაქში ორშაბათს მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი – დღისით ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსს მიაღწევს

თბილისი, 21 მარტი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ორშაბათს, 23 მარტს მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა მოსალოდნელია დილის 04:00–დან 06:00 საათამდე – ამ პერიოდში ტემპერატურა +4 გრადუსამდე შემცირდება, დღისით კი 17 გრადუსამდე დათბება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:58 საათზე ამოვა და 19:16 საათზე ჩავა.

 

64
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (443)
წვიმა შავი ზღვის სანაპიროზე

როდის აგრილდება საქართველოში სინოპტიკოსების პროგნოზი

36
(განახლებულია 11:55 08.07.2020)
სინოპტიკოსები საქართველოში უკვე დღის უკვე მეორე ნახევრიდან ტემპერატურის შემცირებასა და წვიმას გვპირდებიან

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოში ტემპერატურამ დღეს შეიძლება 42 გრადუსს მიაღწიოს, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვების, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, გვაფრთხილებენ სინოპტიკოსები.

„ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შედარებით აგრილდება 8 ივლისის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე - დროგამოშვებით იწვიმებს (ელჭექით), ზოგან ძლიერად, მოსალოდნელია სეტყვა. გაძლიერდება ქარი. შტორმი ზღვის სანაპიროზე 2-3 ბალს მიაღწევს.

უხვი ნალექის გამო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია განცხადებაში.

სიცხეა მოსალოდნელი თბილისშიც - დღისით 38 გრადუსია მოსალოდნელი. 9 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

36
თემები:
ამინდი საქართველოში
რიყის პარკი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 10 ივლისს

57
(განახლებულია 10:57 08.07.2020)
პარასკევს კვლავ სიცხე იქნება - დედაქალაქში დღისით პლუს 33 გრადუსი იქნება, და თუ გაგვიმართლებს, ჰაერს წვიმაც გააგრილებს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით პარასკევს, 10 ივლისს უპირატესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მზე 05:35 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.

ტემპერატურა ღამით იქნება +21, ხოლო დღისით +33 გრადუსი.

ქარი ღამით 17-22 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დღისით კი ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.

57
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (443)