თოვა, ქარბუქი, შტორმი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliსოფელი იმერეთში
სოფელი იმერეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მინუს 2 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო დღისით რვა გრადუსამდე დათბება

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი 18 მარტამდე გაუარესდება – უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„5 მარტს, დღის ბოლოდან 18 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ორშაბათს ქარი 17–22 მეტრი წამში სჩქარით იქროლებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
როგორი ამინდი იქნება თბილისში სამშაბათს, 17 მარტს

ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში მინუს 2 გრადუსმადე შემცირდება, ხოლო დღისით 8 გრადუსამდე დათბება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია მინუს 1, ხოლო დღისით პლუს 7 გრადუსი.

მთაში და მაღალმთიანეთში სინოპტიკოსები ნისლსა და ქარბუქს პროგნოზირებენ. დიდთოვლობის გამო მთიან ზონებში შესაძლებელია ზვავისა და მეწყრის ფორმირება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0