წვიმა, თოვლი და ქარბუქი: საქართველოში აცივდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი ზამთარში
თბილისი ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აცივდება, მოსალოდნელია წვიმა, თოვლი და ქარბუქი

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. ამინდი მთელ საქართველოში გაუარესდება, უახლოეს დღეებში ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს საიტზე.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა 14–15 მარტს შედარებით დაიწევს. ხანგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი, ზოგან კი ჭექა–ქუხილი.

ჰაერის ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო, 16 მარტიდან მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში — თოვა, ადგილ–ადგილ ძლიერი ქარბუქი. როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში დაუბერავს 17-22 მ/წმ სიძლიერის ქარი. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა: დაბლობსა და ბარში დღისით +6, +11 გრადუსამდე.

  • ყაზბეგში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა უქმეებზე –1 გრადუს ყინვამდე, დღისით კი ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება. ორშაბათს ღამით –2 გარდუსი, ხოლო დღისით 1 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
  • მესტიაში უქმეებზე იწვიმებს. ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 3 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით 12 გრადუსამდე დათბება. ორშაბათს მოსალოდნელია თოვლი და მინუს ერთი გრადუსი ყინვა. ბათუმში უქმეებზე იწვიმებს. ღამით ჰაერის ტემპერატურა+10, ხოლო დღისით +18 გრადუსი იქნება. ასევე წვიმაა მოსალოდნელი ორშაბათსაც. იქნება +10 გრადუსი სითბო.
  • ასევე აცივდება თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა 14–15 მარტს +18 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო ორშაბათს — პლუს 10–11 გრადუსამდე. ორშაბათის ჩათვლით, მოსალოდნელია წვიმა. დაუბერავს ჩრდილო–დასავლეთის ქარი.

 

ყველა ახალი ამბავი
0