როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 14 მარტს

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში შაბათს მოღრუბლული, წვიმიანი, მაგრამ თბილი ამინდია მოსალოდნელი. მაქსიმალური ტემპერატურა +18 გრადუსია ნავარაუდევი

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში შაბათს, 14 მარტს წვიმიან, მაგრამ თბილ ამინდს პროგნოზირებენ.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა - პლუს 9 გრადუსი დაფიქსირდება გამთენიისას, ხოლო მაქსიმალური - 16:00-დან 19:00 საათამდე - 18 გრადუსი.

ღამით მოსალოდნელია მოღრუბლულობა და სუსტი ქარი.

მზე 07:13 საათზე ამოვა და 19:06 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0