როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 7 მარტს

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში შაბათს თბილი და მზიანი ამინდი იქნება - ტემპერატურა დღისით 17 გრადუსამდე მოიმატებს

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისში შაბათს, 7 მარტს უპირატესად თბილი და მზიანი ამინდი იქნება.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა 07:00 საათისთვის პლუს 6 გრადუს ნიშნულზე დაფიქსირდება. დღისით, 16:00 საათისთვის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 17 გრადუსი იქნება. დაუბერავს სუსტი ქარი.

მზე 07:25 საათზე ამოვა და 18:58 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0