ვითარება გზებზე: გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

© photo: Sputnikე.წ. სამხედრო გზა
ე.წ. სამხედრო გზა
 - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპარტამენტის ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები ზვავსაშიშროების საფრთხის დონის გაზრდის გამო დაწესდა.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც გუდაური-კობის მონაკვეთზე დღის 12:30 საათიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0