როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 27 თებერვალს

გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, ხუთშაბათს დედაქალაქში თბილი ამინდია მოსალოდნელი - ჰაერის ტემპერატურა დღისით 15 გრადუსი იქნება

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 27 თებერვალს მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

ღამით ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე დათბება.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:39 საათზე ამოვა და 18:48 საათზე ჩავა.

27 თებერვალს ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედაქალაქში - მინუს 9,4 გრადუსი 1985 წელს დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მაღალი - 21,4 გრადუსი - 1987 წელს.

ყველა ახალი ამბავი
0