ინტენსიურმა თოვამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Stringerსპეცტექნიკა გზას წმენდს
სპეცტექნიკა გზას წმენდს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩუმათელეთი–ხუნევის მონაკვეთზე აკრძალულია ნახევარმისაბმელიანი და მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138-158 კმ (ჩუმათელეთი–ხუნევი) მონაკვეთზე, დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო, სატრანსპორტო მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებში.

უწყების ცნობით ჩუმათელეთი–ხუნევის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ ნაწილზე შეზღუდვები არ მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0