თბილისი

საქართველოში 23 გრადუსამდე დათბება

205
(განახლებულია 19:26 23.12.2019)
საქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 23 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსამდე მოიმატებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ტერიტორიაზე ორშაბათსა და სამშაბათს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ნალექი შეიძლება მოვიდეს.

დასავლეთ საქართველოში სამშაბათსა და ოთხშაბათს უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა 18-23 გრადუსია მოსალოდნელი. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

ხუთშაბათს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +14-19 გრადუსამდე შემცირდება, ასევე შესუსტდება ქარი და 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ სამშაბათსა და ოთხშაბათს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ უნალექო. ჰაერი 14-19 გრადუსამდე გათბება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

ამინდი გაუარესდება ხუთშაბათს – მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. ტემპერატურა +12-17 გრადუსი იქნება, ქარის სიჩქარე - 8-13 მეტრი წამში.

დედაქალაქში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ოთხშაბათ-ხუთშაბათის ღამეს. ჰაერის ტემპერატურა იქნება 11-16 გრადუსი სითბო. ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

ზოგადად, ამ ზამთარს ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოში ერთი გრადუსით მაღალი იქნება, ხოლო ნალექის რაოდენობა – ნორმის ფარგლებში.

ზამთარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5-7 გრადუსია, მთაში – 0-+2, მაღალ მთაში კი - -4-2. აღმოსავლეთ საქართველოში კი დაბლობში საშუალო ტემპერატურაა 0-+2 გრადუსი, მთაში – -2-0, მაღალ მთაში – -5-3 გრადუსი.

ყველაზე ცივი ზამთარი ბოლო ხანებში საქართველოში 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 3-4 გრადუს სითბოს შეადგენდა, ხოლო აღმოსავლეთში – 0-1 გრადუსს.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა თბილისში ბოლო პერიოდში დაფიქსირდა 2014 წელს, მაშინ თერმომეტრი მინუს 13,9 გრადუსს აჩვენებდა. 1883 წელს დედაქალაქში ტემპერატურა მინუს 24 გრადუსამდე დაეცა.

205
აბანოთუბანი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 5 მაისს

36
(განახლებულია 17:45 03.06.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს ცვალებადი ამინდი ელოდებათ – პარასკევს ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსი იქნება.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს დედაქალაქში პარასკევს, 5 ივნისს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი – შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მზე 5:26 საათზე ამოვა და 20:32 საათზე ჩავა.

ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 17, დღისით მაქსიმალური კი პლუს 27 გრადუსი იქნება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

36
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
შავი ზღვის სანაპირო

წვიმა, შტორმი, წყალდიდობა როდემდე გაგრძელდება უამინდობა

196
(განახლებულია 20:47 02.06.2020)
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიან და საკმაოდ გრილ ამინდს პროგნოზირებენ. მთიან ზონაში შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები განვითარდეს.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 6 ივნისამდე ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი – უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი სეტყვა, იუწყება გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო.

მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შავ ზღვაზე კი 2–3 ბალიანი შტორმია ნავარაუდევი.

ძლიერი ნალექის გამო მთის ზონებში შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები განვითარდეს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

196
თემები:
ამინდი საქართველოში
თბილისი

ტურისტების მოლოდინში: რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ითხოვს ესტონეთი

0
(განახლებულია 19:20 03.06.2020)
პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. ბალტიის ქვეყნებთან ერთად, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქართველო ერთ–ერთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის ესტონეთიდან ტურისტებს მიიღებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტაავი აასმა ონლაინ–კონფერენციაზე ორმხრივი ეკონომიკური, კერძოდ, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თურნავამ ესტონელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს 1 ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურების მიღების მზადყოფნასთან დაკავშირებით და მათ უსაფრთხო დასვენების პირობები შესთავაზა.

 „საქართველო ძალზე კარგად პასუხობს უსაფრთხოების ყველა ნორმას. ქვეყანა ერთ–ერთი პირველი გახდება, სადაც ტურისტები ჩამოვლენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, მათ შორის ესტონეთიდან, ამასთან, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ესტონეთის მონახულებას. ჩვენ ძალზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპის ქვეყნების მინისტრებთან, განსაკუთრებით მათთან, რომლებიც ტურიზმისა ტრანსპორტის საკითხებს კურირებენ. მათთან საუბრისას ჩვენ კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები გაიხსნას ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის“, – განაცხადა თურნავამ.

ესტონეთმა უკვე გამოაქვეყნა კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა, თუ იგი ესტონეთთან სატრანსპორტო და ტურისტული კონტაქტების აღდგენას გეგმავს. ესტონეთში ტურისტი ორკვირიანი კარანტინისგან თავისუფლდება, თუ იგი იმ ქვეყნიდან ჩავა, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათას ადამიანზე 15–ს არ გადააჭარბებს.

საქართველომ 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით, ხელისუფლებამ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის განახლება, 1 ივლისიდან კი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში აღდგენილი იქნება სახმელეთო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლა. 

წინასწარი ინფორმაციით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. ბალტიის ქვეყნებთან ერთად, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.

ამ დროისთვის 20–ზე მეტმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების განახლების სურვილი გამოთქვა.

საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლის 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში