თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 8 დეკემბერს

84
(განახლებულია 14:35 06.12.2019)
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 2 გრადუსამდე დაიწევს, დღისით მაქსიმალური კი +9 გრადუსია ნავარაუდევი

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik.  სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში კვირას, 8 დეკემბერს მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 08:14 საათზე ამოვა და 17:30 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 2 გრადუსამდე დაიწევს, დღისით მაქსიმალური კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიძლიერე წამში 12–16 მეტრი იქნება.



84
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (516)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 26 სექტემბერს

22
(განახლებულია 11:02 24.09.2020)
შაბათს საქართველოს დედაქალაქში უპირატესად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი, ამასთან იქნება სუსტი წვიმა

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. შაბათს, 26 სექტემბერს თბილისში ნაწილობრივ მოღრუბლული ამინდი და სუსტი წვიმაა მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა იქნება ღამით – პლუს 19 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:52 საათზე ამოვა და 18:50 საათზე ჩავა.

22
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (516)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 25 სექტემბერს

50
(განახლებულია 15:35 23.09.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს ღრუბლიანი ამინდი ელოდებათ, ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 25 სექტემბერს ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 06:51 საათზე ამოვა და 18:52 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 18 გრადუსი, ხოლო დღისით მაქსიმალური პლუს 27 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

50
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (516)
ტესტირება კორონავირუსზე

გრიპია თუ COVID-19? მთავარი განსხვავება სიმპტომების თანმიმდევრობაა - ქვეყნდება კვლევა

0
(განახლებულია 15:31 24.09.2020)
მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ კორონავირუსული ინფექცია ბავშვებში განსხვავებული სიმპტომატიკით ვლინდება

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ბავშვებში COVID-19 ზრდასრულებისგან განსხვავებულად იჩენს თავს, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა შრომაც სპეციალიზებულ პორტალ Frontiers Media–ზეა გამოქვეყნებული.

მათი თქმით, კორონავირუსს, გრიპსა და სხვა მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს ბევრი რამ აქვთ საერთო და მსგავსი. თუმცა მათი გარჩევა მაინც შესაძლებელია.

აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ასახელებს COVID–19–ის 11 უმთავრეს სიმპტომს. ესენია: ცხელება ან სიცივის შეგრძნება, ხველება, ჰაერის უკმარისობა ან გაძნელებული სუნთქვა, დაღლილობა, კუნთების ან სხეულის ტკივილი, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, გემოსა და სუნის შეგრძნებების დაკარგვა, ცხვირის გაჭედვა ან სურდო, პირღებინება ან გულისრევის შეგრძნება, დიარეა.

სწავლულების თქმით, ეს სიმპტომები შესაძლოა მაინცდამაინც COVID-19–ით დაავადებაზე არ მეტყველებდეს და სეზონური გრიპისა თუ ჩვეულებრივ მწვავე რესპირატორულ ინფექციაზე მიუთითებდეს.

„მთავარი განსხვავება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დადგინდეს, კორონავირუსით ინფიცირებასთან გვაქვს საქმე თუ სხვა დაავადებასთან — ეს სიმპტომების გამოვლენის თანმიმდევრობაა“, — მიაჩნიათ ნაშრომის ავტორებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 57 ათასი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და სიმპტომების ის თანმიმდევრობა დაადგინეს, რომელიც უტყუარად მიუთითებს COVID-19–ით დაავადებაზე. თანმიმდევრობა ასე გამოიყურება: 

  1. მაღალი ტემპერატურა;
  2. ხველება (უპირატესად, მშრალი) და კუნთების ტკივილი;
  3. პირღებინება ან გულისრევის შეგრძნება;
  4. დიარეა.

სეზონური გრიპის შემთხვევაში კი სიმპტომების თანმიმდევრობა ასეთია:

  1. ხველება და კუნთების ტკივილი;
  2. თავისა და ყელის ტკივილი;
  3. მაღალი ტემპერატურა;
  4. დიარეა, პირღებინება და გულისრევის შეგრძნება.

ანუ, გრიპის შემთხვევაში ცხელება მაშინვე არ იწყება.

როგორც ნიუ–იორკელი ექიმი რობერტ გლატერი წერს გამოცემა Healthline–ში, ახალ კორონავირუსს ასევე აქვს უნიკალური სიმპტომები: გემოსა და სუნის შეგრძნებების დაკარგვა, გამონაყარი კანზე, ფეხის თითების გაწითლება და შეშუპება. 

გარდა ამისა, მედიკოსები გვირჩევენ, სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი შენიშნეთ: სუნთქვის პრობლემა, ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება გულ–მკერდის არეში, დეზორიენტაცია, რთულად გაღვიძება და საწოლიდან ადგომის პრობლემა, სახის ან ტუჩების სილურჯე.

კორონავირუსის სიმპტომები ბავშვებში

წამყვანი ბრიტანელი ექსპერტი, პროფესორი ტიმ სპექტორი აცხადებს, რომ ბავშვებს, რომლებსაც ცხვირი გაჭედილი აქვთ და აცემინებენ, გამორიცხულია, რომ კორონავირუსით იყვნენ  ინფიცირებულები.  

პროფესორი სპექტორი მონაწილეობდა კვლევაში, რომელმაც აჩვენა, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებში COVID-19–ის ყველაზე მეტად გავრცელებული სიმპტომები ასე გამოიყურება:

  • დაღლილობა (55%-ში);
  • თავის ტკივილები (55%-ში);
  • მაღალი ტემპერატურა (49%-ში).

ამასთან, როგორც Covid Symptom Study–ს მასალებიდან ირკვევა (სწორედ ეს დანართი დაეხმარა ბრიტანელ მკვლევარებს ინფიცირებულებზე დაკვირვებაში), 18 წლამდე ასაკის ინფიცირებული ბავშვები და მოზარდები, როგორც წესი, არ ახველებენ და არ აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა.

გარდა ამისა, დადებითი ტესტის მქონე ბავშვებიდან ყოველ მესამეს საერთოდ არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი. ხოლო იმ ბავშვებში, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირების სიმპტომები გამოუვლინდათ, ყველაზე ხშირი იყო ყელის ტკივილი (38%) და მადის დაკარგვა (35%). ამასთან, ყოველ მეექვსეს აღენიშნებოდა გამონაყარი კანზე.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება