როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 29 ნოემბერს

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში პარასკევს მზიანი ამინდი იქნება. ტემპერატურა მოიმატებს და დღისით 14 გრადუსამდე დათბება

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 29 ნოემბერს მზიან ამინდს გვპირდებიან.

დილის ხუთი საათისთვის დაფიქსირდება ჰაერის მინიმალური ტემპერატურა - +6 გრადუსი, ხოლო დღისით მაქსიმალური +14 გრადუსი იქნება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 08:05 საათზე ამოვა და 17:32 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0